суббота, 13 апреля 2019 г.

ტრენინგის მეცხრე დღე

ტრენინგის მეცხრე დღეს მონაწილეებმა წარვადგინეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაცია, მოვისმინეთ და განვიხილეთ საინტერესო იდეები, ვიმუშავეთ ბლოგზე, გავუზიარეთ ერთმანეთს შთაბეჭდილებები. ამით დასრულდა ჩვენი ტრენინგი. ბევრ საინტერესო მასალას გავეცანი, რაც დამეხმარება მომავალში პროექტების განხორციელებაში. ტრენინგი იყო ძალიან ნაყოფიერი და სასარგებლო.

воскресенье, 7 апреля 2019 г.

ტრენინგის მერვე დღე

ტრენინგის მერვე დღეს გავიხსენეთ წინა დღის მასალები და გადავხედეთ ჩვენს პრტფოლიოს, შევქმენით ფასილიტაციის რესურსი, რაც ძალიან საინტერესო და სახალისო იყო, ავტვირთეთ ჩვენი პორტფოლიო ბლოგზე.


суббота, 6 апреля 2019 г.

ტრენინგის მეშვიდე დღე

ტრენინგის მეშვიდე დღეს გავიმეორეთ წინა დღის მასალა, გავეცანით დოკუმენტებს ყველა მოსწავლის საჭირობების გათვალისწინების შესახებ და თავად შევიმუშავეთ სტრატეგიები, ვიმუშავეთ პროექტის სასწავლო პროცედურებზე, მოვნიშნეთ სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები. ტრენინგი იყო საინტერესო და შედეგიანი.  

воскресенье, 31 марта 2019 г.

ტრენინგის მეექვსე დღე

ტრენინგის მეექვსე დღეს გავიმეორეთ წინა დღის მასალა, გავეცანით მოსწავლის პრეზენტაციების შაბლონებს და შევქმენით მსგავსი პრეზენტაციები, გავეცანით შეფასების რუბრიკებს და ვიმსჯელეთ პროექტის გეგმის შემუშავების პროცედურებზე.

суббота, 30 марта 2019 г.

ტრენინგის მეხუთე დღე

ტრენინგის მეხუთე დღეს მოვიძიეთ მულტიმედიური ინტერნეტ-რესურსები, შევინახეთ საქაღალდეში, გავეცანით ინფორმაციას საავტორო უფლებების შესახებ და შევავსეთ გამოყენებული მასალის საავტორო უფლებების ფაილი, შევაფასეთ, რა ინსტრუმენტებს გამოვიყენებთ პროექტის განხორციელების პროცესში, ვიმუშავეთ ბლოგზე (მოსწავლის ბლოგი), რაც ძალიან საინტერესო და სასარგებლო იყო პროექტისთვის განსახორციელებელი აქტივობების დასაგეგმად. 

воскресенье, 24 марта 2019 г.

ტრენინგის მეოთხე დღე

ტრენინგის მეოთხე დღეს, თავდაპირველად, განვიხილეთ წინა დღის მასალა, შემდეგ ვიმსჯელეთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების ფორმებზე. შემიდეგ მონაწილეებმა შევქმენით ჩვენი პროექტისთვის დროში გაწერილი გეგმა შერჩეული შეფასების ფორმებისა და ტიპების მიხედვით. სახელმძღვანელოში მოყვანილი ნიმუშების მიხედვით შევარჩიეთ და დავადგინეთ შეფასების ფორმები პროექტისთვის, შევქმენით პრეზენტაციები და ავტვირთეთ Google Drive-ში.

суббота, 23 марта 2019 г.

ტრენინგის მესამე დღე

ტრენინგის დაწყებისთანავე გავიხსენეთ წინა ტრენინგის შედეგები. შემდგომ ეტაპზე შეუსაბამეთ სტანდარტი ჩვენი პროექტის იდეას, ჩამოვაყალიბეთ  და პროექტის გეგმაში ჩავწერეთ პროექტის მიზანი, დავსვით პრობლემა, სტანდარტის გათვალისწინებით გავიაზრეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები და შევავსეთ პროექტის გეგმაში შესაბამისი ველები.

воскресенье, 17 марта 2019 г.

ტრენინგის მეორე დღე

ტრენინგის მეორე დღეს შევამოწმეთ საშინაო დავალება, განვიხილეთ პროექტები და გავიმეორეთ წინა დღის მასალა, მონაწილეებმა ერთმანეთს გავაცანით სახლში მოფიქრებული პროექტის იდეები. შემდეგ გავეცანით ბუკლეტის მოთხოვნებს, გავეცანით პუბლიკაციების მაგალითებს პუბლიკაციის ჩეკლისტის გამოყენებით, ტრენერმა აგვიხსნა პუბლიკაციის დანიშნულება პროექტებით სწავლების დროს. გავიმეორეთ ვორდის ინსტრუმენტები, რაც ძალიან დაგვეხმარა შემდეგი აქტივობის განხორციელებაში, კერძოდ, ელექტრონულად შევქმენით პუბლიკაციის მონახაზი ჩეკლისტის და ნიმუშის გამოყენებით, შემდეგ შვქმენით პუბლიკაცია, ვისწავლეთ ფორმატირება და დაკაბადონება. ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო ბუკლეტის დამზადების პროცესი.

суббота, 16 марта 2019 г.

ტრენინგის პირველი დღე

ტრენინგი დავიწყეთ გაცნობით. გავეცანით ტრენინგის ძირითად კურსს და გზამკვლევს. დავათვალიერეთ მონაწილეთა მიერ შექმნილი პორტფოლიოები და შევქმენით ჩვენი საქაღალდე, სადაც შევინახეთ რესურსები. განვიხილეთ ბლოგის შესახებ ინფორმაცია და შევქმენით ბლოგი. ტრენინგის პირველი დღე იყო ნაყოფიერი და საინტერესო.