воскресенье, 17 марта 2019 г.

ტრენინგის მეორე დღე

ტრენინგის მეორე დღეს შევამოწმეთ საშინაო დავალება, განვიხილეთ პროექტები და გავიმეორეთ წინა დღის მასალა, მონაწილეებმა ერთმანეთს გავაცანით სახლში მოფიქრებული პროექტის იდეები. შემდეგ გავეცანით ბუკლეტის მოთხოვნებს, გავეცანით პუბლიკაციების მაგალითებს პუბლიკაციის ჩეკლისტის გამოყენებით, ტრენერმა აგვიხსნა პუბლიკაციის დანიშნულება პროექტებით სწავლების დროს. გავიმეორეთ ვორდის ინსტრუმენტები, რაც ძალიან დაგვეხმარა შემდეგი აქტივობის განხორციელებაში, კერძოდ, ელექტრონულად შევქმენით პუბლიკაციის მონახაზი ჩეკლისტის და ნიმუშის გამოყენებით, შემდეგ შვქმენით პუბლიკაცია, ვისწავლეთ ფორმატირება და დაკაბადონება. ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო ბუკლეტის დამზადების პროცესი.

Комментариев нет:

Отправить комментарий